Thumbnail

'საქართველოში ფეხბურთის თამაში ყველამ იცის' - ექსდინამოელი ეროვნულ ლიგაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დმიტრო ივანისენია Football.ua-სთან საუბრობს
  • საქართველოდან წასვლის შემდეგ ივანისენია უკრაინის ნაკრებში მიიწვიეს

დინამო თბილისის ექსფეხბურთელმა დმიტრო ივანისენიამ Football.ua-სთან ინტერვიუში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ლიგა და უკრაინის პრემიერ ლიგა შეადარა. 

Football.ua: შახტარი, კიევის დინამო და ზორია რომ მოვაკლოთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატები ერთნაირია?

დმიტრო ივანისენია: არა, ასე არ არის. მთავარი სხვაობა ისაა, რომ საქართველოში უფრო ღია, შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ფეხბურთელებს მეტად უყვართ ინდივიდუალური ოსტატობის გამოვლენა. თუ გუნდი ბოლო ადგილზეა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის თამაში არ შეუძლია. 

ბოლოადგილოსანიც უტევს და ეძებს შანსს გაიტანოს გოლი. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ რამდენიმე გუნდს დაცვაში დისციპლინა არ ჰყოფნის. საქართველოში დაცვაში სუსტად თამაშობენ. 

უკრაინის ჩემპიონატი გაცილებით ძლიერია. აქ გუნდები ფიზიკურად უკეთ არიან მზად და ტემპიც გაცილებით მაღალია. უკრაინაშიც უფრო ხშირად თამაშობენ პასით და ნაკლებად შორეული ჩაწოდებების იმედად.

შეგახსენებთ, ივანისენია დინამო თბილისმა 2018 წლის თებერვალში დაიმატა, უკრაინელმა ნახევარმცველმა დინამოს რიგებში 49 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ახლა 26 წლის ფეხბურთელი ზორიას წევრია. საქართველოდან წასვლის შემდეგ, ივანისენია კარიერაში პირველად ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, ეს ნოემბერში მოხდა ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.

კომენტარები

ბოლო ამბები