Thumbnail
  • რენან ბრესანს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში სურს
  • ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად პარანაში თამაშობს

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უნდა დაუპირისპირდეს, ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი თბილისში უნდა ჩატარდეს. ოღონდ, ეს არის - კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა ჯერ 26 მარტიდან 4 ივნისისთვის გადაიდო, შემდეგ შემოდგომისთვის.

უეფა ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, პლეი ოფები ოქტომბერ-ნოემბერში უნდა გაიმართოს. 

Прессбол ბატე-ს ყოფილ მოთამაშე რენან ბრესანს დაუკავშირდა. ბრესანი 31 წლისაა და სამშობლოში პარანაში თამაშობს, მაგრამ მას ბელარუსის მოქალაქეობა აქვს და 2012-2018 წლებში ნაკრების მაისურით 29 თამაშში 3 გოლი გაიტანა. 

ბელარუსულ გამოცემასთან ინტერვიუში მან თქვა, რომ თუკი დაუძახებენ, კვლავ მზად არის, ნაკრებში ითამაშოს:

რენან ბრესანი: "ნაკრებში 29 მატჩი ვითამაშე და ამ რიცხვის გაზრდა მსურს. თუკი ისევ ისე ვითამაშებ, როგორც წლის დასაწყისში პარანაში, რატომაც არა? ვიმედოვნებ, რომ ეროვნულ გუნდში კვლავ მომიწვევენ. 

მზად ვარ ნაკრებში ბრაზილიიდანაც გამოვცხადდე, ამაში განსაკუთრებული არაფერია - ბრაზილიელი ფეხბურთელები ხშირად მიფრინავენ ევროპიდან შინ შესარჩევ მატჩებში სათამაშოდ. 

ნაკრებში სულ 3 გოლი გავიტანე, 2 სომხეთის, 1 კი საქართველოს ნაკრების კარში. შეიძლება ითქვას, რომ ამ რეგიონის სპეციალისტი ვარ. მიხაელ მარხელს ვიცნობ, თუმცა მასთან კონტაქტი ბოლო დროს არ მქონია".

რენან ბრესანი ბრაზილიელია, მან 2012 წელს ბელარუსის მოქალაქეობა მიიღო და ლონდონის ოლიმპიადაზეც ითამაშა. საქართველოს ნაკრებს ბრესანმა 2012 წლის ოქტომბერში გაუტანა, როცა მინსკში ბელარუსის ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს 2:0 მოუგო. 

📺 ბრესანის გოლი საქართველოს ნაკრების კარში

კომენტარები

ბოლო ამბები