Thumbnail

‘აირჩიეთ მხოლოდ სამი’ – პირველი ნომერი პეტრიაშვილს აქვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანების სპეციალური გამოკითხვა
  • გენო პეტრიაშვილი 9 გამორჩეულ მოჭიდავეს შორის მოხვდა

ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებამ (UWW) სოციალურ ქსელში გამოკითხვა დაიწყო, რომლის მიზანიც თანამედროვე ფალავანთაგან საუკეთესოების დასახელებაა.

UWW-მ კაცთა და ქალთა შორის გამორჩეული 9 მოჭიდავე ჩამოწერა, რომელთა შორის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილიც (125 კგ.) მოხვდა.

“აირჩიეთ მხოლოდ სამი” – ასეთი მინაწერი აქვს ჩამონათვალს, სადაც პეტრიაშვილს პირველი ნომერი პირობითად აქვს მინიჭებული, თუმცა, ეს მაინც რაღაცაზე მეტყველებს.

ფეისბუქზე კომენტარების რაოდენობა უკვე ათასს აჭარბებს და 26 წლის პეტრიაშვილის გვარი საკმაოდ ხშირად ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ გენო თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მოჭიდავე გახლავთ და უკვე მსოფლიოს 3-გზისა (2017, 2018, 2019) და ევროპის ორგზის (2016, 2020) ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების (2016) ბრინჯაოს პრიზიორია.

კომენტარები

ბოლო ამბები