Thumbnail

ამინდი სპორტული ღონისძიებების დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაზე დიდი მატჩი, რომლის მიმდინარეობაზე ამინდმა დიდი გავლენა იქონია, მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალია.

მისი გახსენების დროს ლაპარაკობენ ყველაფერზე - რობერტო ბაჯოს ტრავმაზე და აცილებულ პენალტზე, არიგო საკიზე, ევროპულად მოთამაშე ბრაზილიის ნაკრებზე და რომარიოს ვერგატანილ ოქროს მომენტზე... მაგრამ თითქის არავინ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტორზე, რომელმაც თამაშს დაღი დაასვა და მისი მიმდინარეობა დიდწილად შეცვალა. ეს იყო სიცხე!

გამოკითხვა

სად უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება 19 აპრილს?

  • თბილისი
  • ბაქო

შუადღის ფინალი

1990 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალები სტანდარტულად საღამოს საათებში იმართება, 20:00-დან 21:00-მდე. ეს იდეალური სათამაშო დროა - მით უმეტეს, ზაფხულის თვეებში. გამონაკლისი ორი იყო - ბრაზილიის მუნდიალის ფინალი 2014 წელს და 1994 წლის ფინალი ლოს ანჯელესის გარეუბან პასადენაში.

ორივე ეს გამონაკლისი მარტივად აიხსნება. ტელეტრანსლაციები ძირითადად ევროპის დროზეა მორგებული. ამერიკის კონტინენტზე ადგილობრივი დროით საღამოს თამაში ევროპაში გვიან ღამეს ნიშნავს. ეს კი ტელემაყურებლის შემცირებას იწვევს. შესაბამისად, 2014 წლის ფინალი ადგილობრივი დროით შუადღეს, 16:00-ზე ჩატარდა, 1994 წლის ფინალი კი - ასევე შუადღეს, 12:30-ზე. სამაგიეროდ, ევროპელმა მაყურებელმა ეს თამაშები მათთვის იდეალურ დროს, საღამოს ნახა.

განსხვავება ერთია: სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს ზამთარია. ანუ, როდესაც ‘მარაკანაზე’ არგენტინა და გერმანია ერთმანეთს ხვდებოდნენ, იმ დროს ბრაზილიისთვის ყველაზე ცივი თვე იდგა. ამ დროს საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსია.

აი, 1994 წლის ფინალის დროს კი, აშშ-ში ზაფხულის პერიოდი დგას - ჩრდილოეთ ნახევარსფეროა.

ამინდის გავლენა

ვისაც იტალია-ბრაზილიის ფინალი ახსოვს, დამეთანხმება, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სანახაობრივი ფინალი. ორივე გუნდი ჩვეულებრივზე ნელა მოძრაობდა, დაბალი ტემპი იყო და ბევრი პაუზები. გოლი არ გასულა და სახიფათო მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა. პაუზების დროს მოთამაშეები ისტერიულად სვამდნენ წყალს.

ეს გასაკვირი არ არის. ამ დროს ჩრდილში 38 (!) გრადუსი იყო ცელსიუსით და 80 პროცენტზე მეტი ტენიანობა, რაც ამ სიცხეს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა. კალიფორნიაში ოკეანური ჰავაა და ტენიანობა ჰაერში ჩვეულებრივი ამბავია. მაღალი ტენიანობის ფონზე, მოთამაშეები სითხეს უფრო სწრაფად კარგავენ, დეჰიდრიზაცია ხდება, კუნთური ქსოვილი მცირდება, ტვინი ნელა მუშაობს, ორგანიზმი ნელ-ნელა წყვეტს ფუნქციონირებას.

ამ ამინდში განსაკუთრებით იტალიას გაუჭირდა, რომლისთვისაც ეს ჰავა და კლიმატური პირობები უფრო უცხო იყო. იმ დროს არიგო საკის ასისტენტი კარლო ანჩელოტი თავის წიგნში იხსენებდა, რომ უკვე ფინალის წინ იცოდნენ, რომ ცოტა შანსი ჰქონდათ. ამ კლიმატურ პირობებში თამაშმა მოთამაშების ფიზიკური მდგომარეობა დააქვეითა. ფინალი კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა.

ამერიკის ორივე სანაპირო მინახავს და ჩემი გამოცდილებით შემიძლია დავადასტურო, რომ მიუჩვეველი ორგანიზმისთვის ოკეანური ჰავა, სიცხე და ტენიანობა რთული და უსიამოვნო ასატანია.

გამოკითხვა

როგორი ტემპერატურა იქნება 18 აპრილს, ლოს-ანჯელესში?

  • 18.5°C-ზე ნაკლები
  • 18.5°C-ზე მეტი

აქედან ლაპარაკი რთულია, თუმცა როცა ბაჯოს და ბარეზის პენალტებს უყურებ, ლოგიკურია დაუშვა, რომ ემოციური სტრესის გარდა, ისინი ამინდის გავლენასაც განიცდიდნენ. მაგალითად, ბაჯოს პენალტის დროს დღემდე ვერ ვხვდები, რისი გაკეთება უნდოდა, საით ურტყამდა და საერთოდ ფეხის იმ ნაწილით რატომ დაარტყა. ჩვეულებრივ პენალტს ფეხის შიდა მხარით ურტყამენ - ამ წერტილით ბურთის მიმართულების კონტროლი ყველაზე იოლია. მეორე ვარიანტი ძალაზე, გაჭიმული ტერფით დარტყმაა. გამეორება ნახეთ: ბაჯო რაღაც უცნაურად ურტყამს, თითქოს ტერფის წვერით, წინა ნაწილით, რითაც პენალტს ჩვეულებრივ არ ურტყამენ.

მოკლედ, შედეგი არ ვიცი, მაგრამ ეს თამაში რომ სხვა დროს და სხვა ტემპერატურაში ყოფილიყო, გულშემატკივარი ხარისხობრივად რომ უკეთესს თამაშს იხილავდა, ეს უეჭველია.

კომენტარები

ბოლო ამბები