Thumbnail

'ყატარს ჩამოართმევენ და ამერიკას მისცემენ' - ბლატერი 2022 წლის მუნდიალზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ამბობს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, 2022 წლის მუნდიალი ყატარში არ გაიმართოს. ცვლილების საჭიროება მალე შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რაც უფრო მეტი გაირკვევა 2018 და 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის გახმაურებულ საქმეებზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ნიუ იორკში საქმე აღიძრა და ათეულობით ფიფას ყოფილ ჩინოსანს წარედგინა ბრალდება. 

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ვარაუდობს, რომ ყატარს მუნდიალის გამართვის უფლებას ჩამოართმევენ და აშშ-ს გადასცემენ.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი სამუდამოდ არის ჩამოშორებული ფეხბურთიდან. აშშ კი 2026 წლის მუნდიალის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა კანადასთან და მექსიკასთან ერთად. 

კომენტარები

ბოლო ამბები