Thumbnail
  • FourFourTwo-მ ფეხბურთში ბოლო ოცი წლის 50 ყველაზე ხმაურიანი კონფლიქტი ჩამოწერა
  • რეიტინგის სათავეში არსენ ვენგერისა და სერ ალექს ფერგიუსონის დაპირისპირებაა

პორტალმა FourFourTwo-მ ბოლო 20 წელიწადში საფეხბურთო სამყაროში 50 ყველაზე ხმაურიანი კონფლიქტის რეიტინგი შეადგინა.

სიაში პირველი ადგილი ლონდონის არსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერისა და მანჩესტერ იუნაიტედის ექს-თავკაცის სერ ალექს ფერგიუსონის დაპირსიპირებამ დაიკავა.

2006 წლის მუნდიალის ფინალის ბედი ამ ეპიზოდმა დიდწილად გადაწყვიტა

სამეულში შევიდა ზინედინ ზიდანისა და მარკო მატერაცის კონფლიქტი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში. ასევე, მაურო იკარდისა და მაქსი ლოპესის დაპირისპირება ვანდა ნარას გამო, რომელმაც მაქსი მიატოვა და ცოლად მაუროს გაჰყვა.

მაურო იკარდისა და მაქსი ლოპესის მტრობის მიზეზი ქალი გახდა

TOP 10 კონფლიქტი ფეხბურთის სამყაროში

1. არსენ ვენგერი და სერ ალექს ფერგიუსონი
2. ზინედინ ზიდანი და მარკო მატერაცი
3. მაურო იკარდი და მაქსი ლოპესი
4. როი კინი და მიკ მაკარტი
5. ნიკოლა ანელკა და რაიმონ დომენეკი
6. ლოთარ მათეუსი და შტეფან ეფენბერგი
7. როი კინი და პატრიკ ვიეირა
8. ნიუკასლის ქომაგები და მაიკ ეშლი
9. არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო
10. ქარიმ ბენზემა და დიდიე დეშამი.

პირველ ათეულში ადგილი არ გამოიძებნა ისეთი დაპირისპირებებისთვის, როგორიც არის: ლუის სუარესი-პატრის ევრა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი-ხოსეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო-იკერ კასილიასი, ოლივერ კანი-იენს ლემანი, ჯონ ტერი-უეინ ბრიჯი, სერხიო რამოსი-ჟერარდ პიკე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი-რაფაელ ვან დერ ვარტი, გარეტ ბეილი-რეალი, ნეიმარი-ედინსონ კავანი, პოლ პოგბა-ჟოზე მოურინიო და მანჩესტერ სიტი-უეფა.

კომენტარები

ბოლო ამბები