Thumbnail

იაპონიაში კორონავირუსით პირველი სუმოისტი დაინფიცირდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

იაპონიაში ახალი კორონავირუსით პირველი სუმოისტი დაინფიცირდა.  The Japan Times-ის ინფორმაციით, ის ელიტის წარმომადგენელი არ არის და დაბალ ლიგაში ასპარეზობს. სუმოისტს ვირუსი ყოველგვარი სიმპტომის გარეშე დაუდგინდა. 

შეგახსენებთ, რომ მარტის ბაშო პანდემიის გამო, უმაყურებლოდ ჩატირდა. მაშინ თქვეს, რომ თუ ბაშოს მსვლელობის განმავლობაში, რომელიმე სუმოისტს კორონავირუსი დაუდგინდებოდა, ტურნირს შეწყვეტდნენ. 

მომდევნო ბაშო 24 მაისს დაიწყება (ორი კვირით გადაიდო), თუმცა შესაძლოა, ახალი შემთხვევის გამო, კალენდარი შეიცვალოს, ან მაყურებლის დასწრება აიკრძალოს ბაშოზე. 

უმაღლეს დივიზიონ მაკუშიტაში ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ასპარეზობს, რომელიც მე-9 მაეგაშირაა, თუმცა მან მარტის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და რეიტინგში, კვლავ დაქვეითდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები