Thumbnail
  • მაიკ ტაისონს სჯერა, რომ თანამედროვე ჩემპიონებს დაამარცხებდა
  • ჯოშუა, ფიური და უალდერი გაბარიტებით მასზე ბევრად დიდები არიან
  • ის ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ მუჰამედ ალის მიიჩნევს

მაიკ ტაისონს ლაივი ჰქონდა, სადაც იგი თავისი გულშემატკივრის კითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთი კითხვა იმას შეეხებოდა, თუ რა შანსი ექნებოდათ მის წინააღმდეგ პოტენციურ მატჩში თანამედროვეობის ჩემპიონებს - ენტონი ჯოშუას და ტაისონ ფიურის.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა სამი ვერსიით ფლობს ქამარს, ფიური კი - ერთით. ტაისონმა, რომელმაც სულ ახალგაზრდა ასაკში მოახერხა აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, განაცხადა, რომ ის თანამედროვე ჩემპიონებს პატივს სცემს, თუმცა ფიქრობს, რომ თავისი ფორმის პიკზე მათ დამარცხებას შეძლებდა.

ტაისონი: 'თუ მეკითხებით, 20 წლის როცა ვიყავი, მაშინ თუ შევძლებდი მათ დამარცხებას... ეჭვგარეშეა, შევძლებდი. ისინი კარგი მებრძოლები არიან და მე პატივს ვცემ, რა შეუძლიათ მათ რინგზე. მათთან ბრძოლა რთული იქნებოდა.'

აქვე მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მუჰამედ ალი ყველა დროის უდიდესი მოკრივე იყო და ალის იგი თავისზე უკეთეს მებრძოლად მიიჩნევს, რომელსაც პოტენციურ შეხვედრაში ვერ დაამარცხებდა.

მაიკ ტაისონის გავლენა კრივზე განუზომლად დიდია და მეტია, ვიდრე ენტონი ჯოშუას, ან თუნდაც ტაისონ ფიურის. კრივის ისტორიისთვის ისინი სხვადასხვა კალიბრის მოკრივეები არიან, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ ტაისონის სიმაღლე მხოლოდ 178 სანტიმეტრია, მძიმე წონაში თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეები (ფიური, ჯოშუა, უაილდერი) კი ორ მეტრამდე ან უფრო მეტი სიმაღლის არიან, მეტი წონა და გრძელი ხელებიც აქვთ. კრივის ევოლუციასთან ერთად, მძიმე წონის მებრძოლების გაბარიტებიც შესამჩნევად გაიზარდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები