Thumbnail
  • ევროსპორტმა იტალიაში ბოლო 30 წლის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა
  • გულშემატკივარი პლეიოფურ ტურნირში ორ მოთამაშეს შორის ირჩევდა

"ევროპსორტმა" გულშემატკივარს გამოკითხვა შესთავაზა, რომლის მიზანი ბოლო 30 წელიწადში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება იყო.

გულშემატკივარი მოთამაშეებს პლეიოფური ტურნირის პრინციპით ასახელებდა და ყველა რაუნდში ორ საუკეთესოს შორის ერთს ირჩევდა. გამოკითხვაში 32 მოთამაშე მონაწილეობდა, მათგან 8 საუკეთესოს შორის ისეთი ლეგენდები მოხვდნენ, როგორებიც არიან: რონალდო, მალდინი, ტოტი, პირლო, დელ პიერო, ბუფონი, რობერტო ბაჯო და ზიდანი.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მეოთხედფინალში რონალდომ დელ პიეროს აჯობა, ტოტიმ - მალდინის, რობი ბაჯომ - ჯიჯი  ბუფონს, ხოლო ანდრეა პირლომ - ზინედინ ზიდანს. ნახევარფინალებში უკვე ტოტი რონალდოს წინააღმდეგ "თამაშობდა", ხოლო ბაჯო - პირლოს "უპირისპირდებოდა". ფინალში მილანის ინტერის ყოფილი წყვილი - ბაჯო-რონალდოს დუეტი აღმოჩნდა და გულშემატკივარმა საუკეთესოდ რობერტო დაასახელა.

ბაჯოს და რონალდოს ერთად თამაში რამდენიმე სეზონის განმავლობაში მოუხდათ, თუმცა ქრონიკული ტრავმების გამო, მათ პოტენციალის წყვილში რეალიზება ვერ შეძლეს.

ბაჯოს გამარჯვება გასაკვირი არ არის. მას ყველა დიდ იტალიურ გრანდში აქვს ნათამაშები (იუვენტუსი, მილანი, ინტერი) და მთელს იტალიაში გულშემატკივარს ის ძალიან უყვარს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნაკრებში ძალიან კარგი თამაში და 1994 წლის ჩემპიონატზე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსია.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი [1990-2020]

 

კომენტარები

ბოლო ამბები