Thumbnail

მაიკ ტაისონი: არა, მუჰამედ ალის დამარცხებას ვერ შევძლებდი!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ალი თუ ტაისონი? ამ თემაზე ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ
  • მაიკს მიაჩნია, რომ მუჰამედს ვერ აჯობებდა

ცოტა ხნის წინ, კრივის ვირტუალური ფენტეზი-ტურნირის ფინალში მაიკ ტაისონმა მუჰამედ ალი დაამარცხა. ასევე, 5 აპრილს შემოგთავაზეთ სტატია, სადაც ენტონი ჯოშუამ განმარტა, თუ რატომ მოუგებდა მისი აზრით ტაისონი ალის. ამ თემას ახლა თვითონ ‘რკინის მაიკი’ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალობაში იგი ალის ვერ დაამარცხებდა.

“კარგად ვიცი, რომ ეს მხოლოდ ვირტუალური ფენტეზი-თამაშია. რეალობაში მე მას ვერ ვაჯობებდი! მუჰამედ ალი ისტორიაში უდიდესი მოკრივეა!” - ციტირებს მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონს BoxingScene.

აღსანიშნავია, რომ მუჰამედ ალის შვილსაც მიაჩნია, რომ მამამისი ტაისონს დაამარცხებდა: “ყველა ამბობს, რომ ტაისონი მამაჩემს დაამარცხებდა. მე ვამბობ, არა! ტაისონი მოკრივე არ არის, ის ქუჩის მებრძოლია. მამაჩემს ვერ გაუძლებდა,” - უთხრა მან The Sun-ს.

📋 მეტი ამ თემაზე:

53 წლის მაიკ ტაისონმა პროფესიონალურ კრივში კარიერა 1985 წელს დაიწყო - მაშინ იგი 18 წლის გახლდათ. მაიკის ანგარიშზე 58 ჩხუბია, საიდანაც 50 მოიგო (44 ნოკაუტით). მუჰამედ ალიმ კარიერა 1981 წელს დაასრულა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები