Thumbnail

ბერნი ეკლსტოუნი: ჰემილტონი ფერარიში ვერ გადარჩება, უბრალოდ დამარხავენ!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბოლო დროს ხშირად იწერება ლუის ჰემილტონის ფერარიში შესაძლო გადასვლაზე
  • ბერნი ეკლსტოუნს მიაჩნია, რომ ბრიტანელი ამას “ვერ გადაიტანს”

ფორმულა 1-ის ყოფილმა შეფმა ბერნი ეკლსტოუნმა Autocar-ის ახალ ნომერში ლუის ჰემილტონის ფერარიში შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა. 

“ლუისს მერსედესში მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს, სკუდერიაში გადასვლის შემთხვევაში კი მისთვის სრულიად ახალ სიტუაციას უნდა შეეგუოს,” - აცხადებს 89 წლის ეკლსტოუნი, - “ფერარიში ახლა მთელ იმედებს ახალგაზრდა შარლ ლეკლერზე ამყარებენ, რომელიც ძალიან ნიჭიერი პილოტია. მან სკუდერიასთან კონტრაქტი ახლახან 2024 წლამდე გააგრძელა. ლეკლერს მთელი გუნდის მხარდაჭერა აქვს. თუ მომავალშიც ასე გააგრძელებს, ჰემილტონი მის გვერდით ვერ გადარჩება. სკუდერიაში ლეკლერი უკვე ძალიან უყვართ, ლუისს კი, იქ ბევრი ვერ იტანს და მას უბრალოდ დამარხავენ!”

შეგახსენებთ, რომ ლუის ჰემილტონს მერსედესთან კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება. რეალურია, რომ მან მერსედესთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს, თუმცა ბოლო დროს ხშირად იწერება, რომ შესაძლოა, ფერარიში აღმოჩნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები