Thumbnail
  • Spox-მა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ლეგიონერები დაასახელა
  • სიაში სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირიც მოხვდა
  • მუმუს კარიერის საუკეთესო წლები გრაცის შტურმში აქვს გატარებული

გამოცემა Spox-მა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული იძულებითი პაუზის დროს ფეხბურთის გულშემატკივრებს ავსტრიის ბუნდესლიგის ისტორიაში 23 გამორჩეული ლეგიონერი შეახსენა და ამ სიაში დავით მუჯირიც მოხვდა.

“23 საკულტო ლეგიონერი, რომლებიც შესაძლოა, დაგავიწყდათ” - ასეთია სტატიის სათაური. როგორც იცით, მუჯირი ახლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია. სიაში, მის გარდა ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც არიან ლასლო ბოდნარი, იოჰან ფონლანტენი და მარეკ კინცლი.

აი, რას წერს Spox მუჯირის შესახებ: “ქართველ შემტევ ნახევარმცველს ძალიან ძლიერი, ბალისტიკური რაკეტის მსგავსი დარტყმა ჰქონდა. გამთამაშებელმა გრაცის შტურმში 130 მატჩში 32 გოლი გაიტანა. მოგვიანებით მოსკოვის ლოკომოტივში ითამაშა, ახლა კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშია.”

მუჯირმა გრაცის შტურმში 2001-დან 2005 წლამდე ითამაშა

შეგახსენებთ, რომ დავით მუჯირმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო. მერე იყო თბილისის ლოკომოტივი, ტირასპოლის შერიფი, შტურმი, სამარის კრილია სოვეტოვი, მოსკოვის ლოკომოტივი, ისევ დინამო თბილისი, იაპონური ჰიროშიმა და კარიერის ბოლოს ზესტაფონშიც ითამაშა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას 27 მატჩი აქვს ჩატარებული და ფარერების ნაკრების კარში გატანილი ბრწყინვალე გოლიც გეხსომებათ...

📺 ვიდეო: მუჯირის გოლები ავსტრიის ბუნდესლიგაში

კომენტარები

ბოლო ამბები