Thumbnail

UFC 249 | დანა უაითმა პოზიციები დათმო - ღონისძიება გაუქმდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • UFC 249, სადაც ფერგიუსონსა და ჯასტინი გეიჯს უნდა ეჩხუბათ, გაუქმდა
  • დანა უაითმა ყველაფერი გააკეთა, თუმცა საბოლოოდ ESPN-ის მოთხოვნა გაითვალისწინა

UFC 249 18 აპრილს ბრუკლინში უნდა გამართულიყო. ქომაგები ტონი ფერგიუსონისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბრძოლას ელოდნენ. ხაბიბმა ამერიკაში ჩასვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც დანა უაითმა მისი შემცვლელი უსწრაფესად მოძებნა.

ხაბიბი ჯასტინ გეიჯით ჩანაცვლდა. ღონისძიება კალიფორნიაში უნდა ჩატარებულიყო. კონკრეტულად კი Tachi Palace Casino Resort-ში, რომელიც ინდიელთა რეზერვაციას ეკუთვნის.

საბოლოოდ გაირკვა, რომ UFC 249 გაუქმდა - მიზეზი კორონავირუსია. დანა უაითმა ბრეტ ოკამოტოსთან საუბარში დაადასტურა, რომ მან "დისნეისა" და ESPN-ის წარმომადგნელების მოთხოვნა გაითვალისწინა და პოზიციები დათმო. უაითმა განაცხადა, რომ ის ბრძოლების ჩასატარებლად მზად იყო, თუმცა მდგომარეობა მის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. სხვა სპორტული ღონისძიებების მსგავსად, UFC 249 აღარ ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები