Thumbnail
  • ალკმარიის ოფიციალურ გვერდზე რუბრიკა დღის გოლი გამოქვეყნდა
  • დღის რჩეული გოლის ავტორი შოთა არველაძეა

ალკმაარის ოფიციალურ გვერდზე რუბრიკა დღის გოლში შოთა არველაძე მოხვდა. კლუბმა 2005-2006 წლების ერედივიზიონის პირველი ტური გაიხსენა, როდესაც ალკმაარმა როტერდამის სპარტას 3:0 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შოთა არველაძემ შეასრულა. მისი მე-2 გოლი კი გვერდმა დღის რჩეულ გოლად დაასახელა.

ჰოლანდიური გუნდის ქომაგები წერენ, რომ შოთას როტერდამის სპარტსთან მსოფლიო დონის გოლები გაჰქონდა. ალბათ, მკითხველთა ნაწილსაც სწორედ ის გოლი გაახსენდა, რომელიც სოციალურ ქსელებში გაცილებით პოპულარულია, ვიდრე ერთი სეზონით ადრე გატანილი გოლი. შოთამ ერედივიზიონში ალკმაარის მაისურით 60 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთ კარი 36-ჯერ აიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები