Thumbnail

ორი ბაშო გადაიდო, ჯუნგიო გაუქმდა - ტოჩინოშინისთვის ეს კარგია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მაისის და ივნისის ბაშოების სტარტმა 2-2 კვირით გადაიწია
  • გაზაფხულის სუმოისტთა ტურნე მთლიანად გაუქმდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ კორონავირუსის პანდემიის გამო, კალენდარში ცვლილებები შეიტანა - მოგეხსენებათ, მარტის ბაშო ოსაკაში მაყურებლის გარეშე ჩატარდა, სადაც მე-9 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) 6-9 ბალანსი აჩვენა და რეიტინგში კვლავ დაქვეითდება. მარტის ბაშო კი რეკორდსმენმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მოიგო.

მაისის ბაშო ორი კვირით გადაიტანეს, ორკვირიანი ტურნირი ტოკიოს "რიოკოგუ კოკუგიკანში" 10 მაისის ნაცვლად, სავარაუდოდ, 24 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება. მოკლედ, მაისის ბაშო ივნისში დასრულდება, თანაც, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, სიტუაციის მონიტორინგი გრძელდება და შესაძლოა, თარიღი ისევ დაზუსტდეს. 

ასევე გადაიდო ივლისის ბაშოს დაწყებაც - ის 19 ივლისს აიღებს სტარტს აიჩის პრეფექტურაში და 2 აგვისტოს დასრულდება. 27 აპრილს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდება. 

ასოციაციის შეფმა ჰაკაკუმ განაცხადა, რომ მაისის ბაშო ჩვეულებრივ ჩატარდება, თუმცა არის იმის საფრთხეც, რომ მისი გამართვაც ასევე მაყურებლის გარეშე მოუწიოთ. 

სუმოს სხვა სიახლეებიდან აღვნიშნავთ, რომ ასანოიამა ოძეკი გახდა, გაზაფხული ჯუნგიო კი გადაიდო. ასევე დროებით აიკრძალა დეგეიკო - სუმოს კლუბების გასვლითი ვარჯიშები სხვა კლუბებში. 

ლევან გორგაძემ ქრონიკული ტრავმების გამო ოძეკის ტიტულის შენარჩუნება ვერ შეძლო. ახლა კი მას მეტი დრო ექნება ბაშოსთვის მოსამზადებლად.

იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირების 4.7 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, 94 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები