Thumbnail
  • პორტუგალიის ნაკრების მცველმა კრიშტიანო რონალდოს მომავალზე ისაუბრა
  • ჟოზე ფონტე CR7-ის მადრიდში დაბრუნებას არ გამორიცხავს 

იტალიურ პრესაში ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, კრიშტიანო რონალდომ 2-წლიანი ტურინული კარიერის შემდეგ იუვენტუსი დატოვოს და სხვა კლუბში გადავიდეს. 35 წლის ფეხბურთელს რამდენიმე გრანდს უკავშირებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბებერი ქალბატონი" პორტუგალიელის გაყიდვას მინიმუმ 60 მილიონ ევროდ აპირებს. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიღებული ზარალია, რომლის აღმოფხვრა იუვეს რამდენიმე მოთამაშის გაყიდვით შეუძლია. რონალდოს გასხვისების იდეა კი იმასაც უკავშირდება, რომ CR7-ს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს.

'რონალდომ იქ ბევრი მეგობარი დატოვა. მისთვის რეალის კარი ყოველთვის ღიაა!'

კრიშტიანოს მომავალზე და იტალიის შესაძლო დატოვებაზე ეროვნულ ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ჟოზე ფონტემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, პორტუგალიელი მადრიდის რეალში დაბრუნდეს.

"ვიცი, რომ მას მადრიდი უყვარს. რეალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია - თუ არა ყველაზე დიდი. რონალდომ იქ ბევრი მეგობარი დატოვა. მისთვის რეალის კარი ყოველთვის ღიაა. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ იგი მადრიდში დაბურნდება. მე ეს არ გამიკვირდება!" - განაცხადა ჟოზე ფონტემ talkSPORT-თან ინტერვიუში.

კრიშტიანო რონალდო და ჟოზე ფონტე

კრიშტიანო რონალდო ესპანეთის დედაქალაქში 9 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. მან ამ დროის განმავლობაში "სამეფო კლუბთან" ერთად 4 ჩემპიონთა ლიგისა და 2 ლა ლიგის მოგება შეძლო. ორიოდე დღის წინ ესპანური AS წერდა, რომ რეალს ახლა გუნდის გაახალგაზრდავების პოლიტიკა აქვს კრიშტიანო არაფერში ჭირდება...

კომენტარები

ბოლო ამბები