Thumbnail

ინტერის ექიმი კორონავირუსზე: რეალობა ძალიან განსხვავდება სტატისტიკისგან!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მილანის ინტერის სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელი პიერო ვოლპი ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები იტალიაში გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს. მან ამის შესახებ ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში ისაუბრა.

“შექმნილი ვითარების სრულად დანახვა და გაანალიზება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს, რა ხდება საავადმყოფოებში. რეალობა ძალიან განსხვავდება ოფიციალური სტატისტიკისგან, რომელსაც ყოველდღიურად ვეცნობით. ეს ეხება ყველა სფეროს - მათ შორის სპორტსაც. ჩვენ ვრისკავთ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასოთ პრობლემა, რომელსაც შევეჯახეთ,” - უთხრა ვოლპიმ ‘გაძეტა დელო სპორტს’.

რონალდო და პიერო ვოლპი - 2000 წელი

კითხვაზე, რა გამოსავალს ხედავს, ინტერის მთავარი ექიმი ასე პასუხობს: “არის მხოლოდ ერთი, ფაქტობრივად ერთადერთი გზა: მივცეთ პროფესიონალებს საშუალება, შეიმუშავონ მოქმედების გეგმა. ნუ ვიმოქმედებთ ვარაუდებით და რისკების აწონ-დაწონვით. მოდი, პროფესიონალებმა უთხრან ხალხს, როდის შეიძლება ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება!”

ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 139 422 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 17 669 და გამოჯანმრთელდა 26 491 ადამიანი. შემთხვევების რაოდენობით იტალიას უკვე ესპანეთმა (152 446) გადაასწრო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი სულ მილიონნახევარზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა თითქმის 90 000 და გამოჯანმრთელდა 340 000-მდე ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები