Thumbnail

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) ვიდეო გაავრცელა, სადაც ჭიდაობის ვარსკვლავები გულშემატკივრებს შინ დარჩენისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მსოფლიო ჭიდაობის ვარსკვლავების მიმართვა

მსოფლიო ჭიდაობის ვარსკვლავების მიმართვა #დარჩიძლიერი #დარჩისახლში #StayStrong #stayathome

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 07 აპრილი, 2020

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში და მათ შორის სპორტულ სამყაროში სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც კორონავირუსის გამო, ტურნირების ჩატარება შეუძლებელი გახდა.

წლის კულმინაცია 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო, უდიდესი სპორტული მოვლენა ერთი წლით გადაიდო. ყველა შეჯიბრი გააუქმა მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამაც.

აღნიშნულ მიმართვაში პლანეტის ლამის ყველა უძლიერესი მოჭიდავეა ჩართული, მათ შორის, ცნობილი ქართველი ფაკლავნებიც: გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლაშა გობაძე.

მოწოდება ყველასგან ერთია: "დარჩი ძლიერი, დარჩი სახლში".

შეგახსენებთ, რომ ხსენებული ქართული ტრიოდან 2 UWW-ს კლასიფიკაციის სათავეში იმყოფება და წონის ლიდერებში კიდევ ორ ქართველს ვხედავთ. ამასთან, ოთხივე მათგანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

თავისუფალი სტილით ჭიდაობის 130 კილოგრამამდე წონით კატეგორიას გენო პეტრიაშვილი ლიდერობს. ქართველ მძიმეწონოსანს 80 ქულა აქვს და დიდი უპირატესობით უსწრებს კონკურენტებს.

ასევე ლიდერია 61 კილოგრამ წონაში მოასპარეზე ბექა ლომთაძე, რომლის აქტივში 78 ქულაა, უახლოეს მდევარს კი, ის 37 ქულით უსწრებს.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ორი ქართველია რეიტინგის სათავეში. 55 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის პირველი ნომერი ნუგზარ წურწუმიაა 74 ქულით.

82 კილოგრამში ლაშა გობაძეა საუკეთესო, რომლის აქტივში 60 ქულაა. იგივე შედეგი აქვს აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლით ქართველი წინაა.

კომენტარები

ბოლო ამბები