Thumbnail
  • გურამ კაშია ამერიკულ ლიგაში ცენტრალურ მცველებს შორის გამოარჩიეს
  • ქართველმა ლეგიონერმა კოსტა რიკელ და გერმანელ კონკურენტებს აჯობა

ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) ოფიციალურმა ვებგვერდმა მიმდინარე წლის შედეგები შეაჯამა და ჩემპიონატის ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად სან ხოსეს ქართველი ლეგიონერი გურამ კაშია დაასახელა.

MLS-მა საუკეთესო იმ ფეხბურთელებს შორის შეარჩია, რომლებსაც 2019 წელს მინიმუმ 2 000 წუთი აქვთ ჩატარებული. შედეგები გამოთვლილ იქნა საშუალოდ 90 წუთის განმავლობაში განხორციელებული მოგერიებების, ჩაჭრების, ბლოკირებებისა და მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით.

კაშიას მაჩვენებელმა 5.29 შეადგინა და მან მცირედით აჯობა ჩიკაგოს კოსტა რიკელ ფეხბურთელს ფრანსისკო კალვოსა (5.18) და სან ხოსეს კიდევ ერთ წევრს, გერმანელ ფლორიან იუნგვირსს (5.16).

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველი მცველი ამერიკულ გუნდში 2018 წელს ჰოლანდიური ვიტესიდან გადაბარგდა, სადაც 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, კარიერა კი დინამო თბილისში დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები