Thumbnail

ბელარუსი კვლავაც ერთადერთ ქვეყნად რჩება ევროპაში, სადაც ფეხბურთის თამაშს განაგრძობენ, თუმცა, სტადიონებზე სულ უფრო ცოტა ხალხი დადის.

ამ სიტუაციაში ორიგინალური გამოსავალი ნახა ბრესტის დინამომ, რომელმაც პირველად ისტორიაში ე.წ. ვირტუალური ბილეთები გაყიდა.

შედეგად, ერთ-ერთ ტრიბუნაზე მანეკენები განათავსეს, რომელთაც სხვადასხვა გუნდების ფორმები ეცვათ, თავების ადგილას კი, ბილეთების მფლობელთა ფოტოები იყო განთავსებული.

ითქვა ისიც, რომ ვირტუალური ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.

ცნობისთვის, ბელარუსში ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე ათასს გადააჭარბა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ხსენებული მატჩი ბელარუსის თასის ნახევარფინალის ეგიდით შედგა და ბრესტელებმა სოლიგორსკის შახტიორს 2:0 მოუგეს.

სტუმართა რიგებში ქართველმა ლეგიონერებმა გიორგი დიასამიძემა და ლაშა შინდაგორიძემ შეცვლაზე ითამაშეს.

განმეორებითი შეხვედრა 29 აპრილს გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები