Thumbnail

იტალიაში კორონავირუსისგან მძლეოსნობაში ევროპის ჩემპიონი გარდაიცვალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იტალიელი მძლეოსანი დონატო საბია კორონავირუსული ინფექციისგან 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ყოფილი სპორტსმენი ქალაქ პოტენცას საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ორი კვირის წინ გადაიყვანეს და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.

საბია იტალიას ოლიმპიურ თამაშებზე 800 მეტრ დისტანციაზე სირბილში ორჯერ წარმოადგენდა. 1984 წელს, ლოს ანჯელესის (აშშ) თამაშებში მან მეხუთე შედეგი აჩვენა, 1988 წელს, სეულში კი ფინიში მეშვიდემ გადაკვეთა. სპორტსმენმა ამავე დისციპლინაში 1984 წელს გამართულ ევროპის დახურულ ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა. 

იუწყებიან, რომ კორონავირუსით მანამდე დონატოს მამაც გარდაიცვალა.

COVID-19 თავდაპირველად გასული წლის მიწურულს, ჩინეთში გამოჩნდა, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ამჟამინდელი მონაცემებით, 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 83 თასს გადააჭარბა, 300 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ევროპის კონტინენტზე განსაკუთრებით მძიმე მდგომაროება იტალიაში შეიქმნა.

კომენტარები

ბოლო ამბები