Thumbnail

მალდინებმა კორონავირუსი დაამარცხეს - პაოლო მილანს უბრუნდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

იტალიის ნაკრებისა და მილანის ყოფილი მცველი, ამჟამად კი "როსონერის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და მისი შვილი დენიელ მალდინი, რომელიც ამავე კლუბის ფეხბურთელია, კორონავირუსისგან სრულებით გამოჯანმრთელდნენ. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, 51 წლის პაოლოსა და 18 წლის დანიელისთვის კარანტინი დასრულდა და მზად არიან, საქმიანობას დაუბრუნდნენ. უფროსი მალდინი უახლოეს მომავალში მილანის სხვა ხელმძღვანელებს და ფეხბურთელებს უნდა შეხვდეს, რათა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის ფონზე ხელფასების შემცირების საკითხი განიხილოს. 

 
პაოლოსა და დანიელ მალდინების კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ 21 მარტს გამოცხადდა. სამი დღის შემდეგ ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ჟურნალისტებს დეტალურად უამბო, როგორც ებრძოდა მისი ორგანიზმი ვირუსს.

პაოლო მილანის ღირსებას 1988-2002 წლებში იცავდა

მილანს პაოლო მალდინის გამოჯანმრთელების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს გამოჩნდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, პანდემიამ 82 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ევროპაში ვირუსის გავრცელების მთავარ კერად იტალია იქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები