Thumbnail

ჩატარდება თუ არა ევრობასკეტი 2021 წელს? ფიბა ევროპამ, რომელიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, FIBA-ს შემადგენელი ნაწილია და რომელიც კონტინენტურ ასპარეზობებზეა პასუხისმგებელი, მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენლებთან კონსულტაციები დაიწყო. ოთხივე მასპინძელმა დაადასტურა, რომ ტურნირის არგადადების შემთხვევაში, ისინი მის მისაღებად სრულ მზადყოფნაში არიან. ფიბა ევროპასთან კონსულტაციების დეტალებზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პაატა გურასპაულს ვესაუბრეთ.

📋 მეტი ამ თემაზე:

“ფიბა ევროპამ პირველ რიგში კონსულტაციების გამართვისკენ მოგვიწოდა. უნდა შედგეს კომუნიკაცია ოთხივე მასპინძელს შორის. გარდა ამისა, ფედერაციებმა ადგილობრივ ოლიმპიურ კომიტეტებთანაც უნდა დაილაპარაკონ. 11 მაისს ფიბა ევროპას ბორდის სხდომა აქვს ჩანიშნული, რომელზეც, დიდი ალბათობით, საბოლოო ვერდიქტი იქნება გამოტანილი, მანამდე არსებული დრო კი ზემომთხსენებულ კონსულტაციებს უნდა დაეთმოს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიზანი უცვლელი რჩება. ინფრასტრუქტურული გეგმები უნდა შესრულდეს იმ ვადებში, რომლებიც დათქმულია. ამ ეტაპისთვის ცნობილი ისაა, რომ გაუქმებულია ყველა ასაკობრივი სანაკრებო ტურნირი, მათ შორის 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის პირველობაც, რომელიც 10-19 ივლისს თბილისში უნდა ჩატარებულიყო,” - განაცხადა პაატა გურასპაულმა.

კომენტარები

ბოლო ამბები