Thumbnail
  • 25 ივნისს ბრუკლინში NBA-ს დრაფტი გაიმართება
  • სანდრო მამუკელაშვილი დრაფტზე დადგომას აპირებს

25 ივნისს ბრუკლინში NBA-ს დრაფტია დანიშნული, რომელზეც მოხვედრის შანსი სეტონ ჰოლის 20 წლის ფორვარდ სანდრო მამუკელაშვილს აქვს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სანდრო აპირებს დრაფტზე დადგომას.

nbadraft.net-ის პროგნოზით, ქართველს NBA-ში თამაშის შანსი აქვს, თუმცა მას, დიდი ალბათობით, უფრო მომდევნო წელს აიყვანენ. nbadraft.net ვარაუდობს, რომ მამუკელაშვილს 2021 წლის დრაფტზე მეორე წრეში აირჩევენ. ის 44-ე ნომერი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დრაფტის მე-60 ნომრად მაილს პაუელი არის მონიშნული, რომელიც სანდროს თანაგუნდელია სეტონ ჰოლში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე აირჩია. 

კომენტარები

ბოლო ამბები