Thumbnail

'უჩინარ მეტოქესთან' მატჩისთვის - გერმანულმა კლუბმა 100,000 ბილეთი გაყიდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლაიპციგის ლოკომოტივის საინტერესო კამპანია
  • ლოკოს ფანების მოლოდინით, რიცხვი 120,000-მდე უნდა გაიზარდოს...

გერმანიის მეოთხე დივიზიონის გუნდმა 'უჩინარ მეტოქესთან' მატჩის 100,000 ბილეთი გაყიდა. ეს გუნდი ლაიპციგის ლოკომოტივია - გერმანიის პირველი ჩემპიონი (1903). თუმცა მაშინ გუნდს უბრალოდ ლაიპციგი ერქვა.

'ლოკოს' მატჩებზე დასწრება საშუალოდ 3,000 შეადგენს, თუმცა 8 მაისს გასამართი მატჩისთვის, რომელსაც ლოკომოტივი 'უხილავი მეტოქის' წინააღმდეგ ჩაატარებს 1 ევროდ ღირებული, 100,000 ბილეთი გაიყიდა.

კლუბი კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეულ ფინანსურ კრიზის ასეთი ხერხით ებრძვის და როგორც ვხედავ საკმაოდ წარმატებულად. კლუბმა კამპანია 19 მარტს დაიწყო და იმედოვნებენ, რომ ეს რიცხვი 120,000-მდე ავა.

120,000 იმიტომ, რომ 1987 წელს უეფას თასების თასის ნახევარფინალური დაპირისპირების საშინაო მატჩს, ბორდოსთან ლაიპციგში სწორედ 120,000 მაყურებელი დაესწრო, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები