Thumbnail

'მესის ლა ლიგიდან წასვლა დრამა არ იქნება' - ტებასის კომენტარი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხავიერ ტებასმა ლა ლიგის განახლების სავარაუდო თარიღები დაასახელა
  • ლა ლიგის პრეზიდენტმა მესის სერია A-ში სავარაუდო ტრანსფერზეც ისაუბრა

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ესპანეთის ჩემპიონატის განახლების სამი სავარაუდო თარიღი დაასახელა. ტებასი ფიქრობს, რომ ლა ლიგა ყველაზე კარგ შემთხვევაში 28 მაისს დაიწყება, მეორე ვარიანტი 6 ივნისია, ხოლო საბოლოო ვარიანტად 28 ივნისი განიხილება. ლა ლიგის დასრულებამდე 11 ტური რჩება. თუ ლა ლიგა ვერ დასრულდება, კლუბები მილიარდიან ზარალს ნახავენ.

ტებასი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ლიონელ მესი შესაძლოა სერია A-ში აღმოჩნდეს.

''ვფიქრობ, რომ მესის იტალიაში გადასვლა სერია A-ს პრობლემებს ვერ მოაგვარებს. მათ ძალიან დიდი სესხები აქვთ. ფეხბურთელებსაც დიდი ხელფასები უნდა გადაუხადონ. სერია A-ს ეკონომიკურ გარღევევას მესი ვერ შეაჩერებს. მსურს, რომ მესი ლა ლიგაში დარჩეს, მაგრამ თუ არ დარჩება, ესეც არ იქნება დიდი დრამა.

ბევრი ამბობდა, რომ რონალდოს გარეშე ლიგა დიდ თანხას დაკარგავდა, მაგრამ ჩვენი შემოსავლები ისევ გაიზარდა. მოგება პორტუგალიაშიც ვნახეთ. დიდი ფეხბურთელები ლიგას ეხმარებიან, მაგრამ ისინი ლიგის არსებობისთვის საჭირონი არ არიან'' - განაცხადა ტებასმა მედიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები