Thumbnail
  • სამი მოთამაშე, რომელთაც ინდიანაში სათამაშო დრო გაეზრდებათ
  • რა გეგმები აქვს პეისერსს ბითაძესთან დაკავშირებით

8 Points, 9 Seconds-მა ინდიანა პეისერსის სამი მოთამაშე დაასახელა, რომელთაც მომავალ სეზონში სათამაშო დრო გაეზრდება, ამ სამეულში NBA-ს ახალწვეული გოგა ბითაძეცაა.

"პეისერსს აქვს იმის ფუფუნება, რომ მომავალი სეზონისთვის გუნდის ბირთვი შეინარჩუნოს. ის, რომ გუნდის შემადგენლობა დიდად არ იცვლება, არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ გუნდიც ზუსტად ისეთი იქნება. 

სულ სხვა მიზნები, ახალი სტრუქტურა და სათამაშო წუთების სხვანაირი განაწილება, რომელთა ზუსტი გამოცნობა ახლა რთულია", - წერს საიტი.

8 Points, 9 Seconds პირველ რიგში გოგა ბითაძეს ასახელებს - "შესაძლოა, ბითაძე მზად არის ინდიანა პეისერსში ახალ საფეხურზე ავიდეს".

"ახალბედა ფარქვეშ მოთამაშე ორი ვარსკვლავის ფონზე იჩაგრება. მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი ბევრს თამაშობენ, ბითაძისთვის კი ცოტა წუთი რჩებოდა. ხშირად, ეს იყო ის დრო, როცა თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, ან როცა მაილსი ბევრ ფოლს იღებდა. ბითაძის შრომა ამ სეზონში, ხშირად უფრო კულისებში რჩებოდა.

საბონისმა და ტერნერმა მაკმილანის ახალ გეგმაში შესაძლოა, მეტი დრო დაჰყონ ერთად პარკეტზე. ისინი ნელნელა უფრო კარგად ერგებიან ერთმანეთს. თუ საბონისი კიდევ გააგრძელებს, მეორე ხუთეულთან ერთად თამაშს, ბითაძემ შეიძლება ვერ იხილოს ბევრი სათამაშო დრო.

მაგრამ რაც უნდა მოხდეს, იქნება ეს მნიშვნელოვანი მატება თუ საშუალო, ბითაძეს დრო აუცილებლად გაეზრდება. მარტის შუისთვის ის აუცილებლად 500 წუთზე მეტს ითამაშებს - ამ სეზონში კი მისი მაჩვენებელი 410 წუთი იყო".

გამოცემის აზრით, ბითაძესთან ერთად სათამაშო დრო ტი ჯეი მაკონელსა და დაგ მაკდერმოტს გაეზრდებათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები