Thumbnail

მერაბ დვალიშვილი: ტონი ფერგიუსონმა გარისკა და გაუჭირდება!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვის ნაცვლად, ტონი ფერგიუსონთან ჯასტინ გეიჯი იბრძოლებს
  • მერაბ დვალიშვილმა ფერგიუსონისა და გეიჯის შანსები შეაფასა

კორონავირუსის პანდემიის გამო, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ამერიკაში ჩასვლა არ ისურვა და ტონი ფერგიუსონთან დაანონსებული ბრძოლა უკვე მეხუთედ გადაიდო. დანა უაითმა ნურმაგომედოვს შემცვლელი უკვე მოუძებნა. ხაბიბს ჯასტინ გეიჯი ჩაანაცვლებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს ვთხოვეთ.

''უპირველეს ყოვლისა, ძალიან საწყენია ის ფაქტი, რომ უკვე მეხუთედ ჩაიშალა ხაბიბისა და ტონის ბრძოლა. ტონიმ ძალიან გარისკა, რადგანაც გეიჯი კარგი მებრძოლია და მასთან მოგება ძალიან გაუჭირდება. გეიჯი კარგი მოჭიდავეა, მაგრამ UFC-ში ჯერ მისი ჭიდაობა არ გვინახავს, რადგანაც სულ დგომში უტევს და ნოკაუტებით იგებს. მან ბოლო სამ ბრძოლაში მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ტონის წაგების შემთხვევაში, გეიჯი დაიმსახურებს ხაბიბთან ბრძოლას ქამარზე. იმედია, ტონი მოიგებს, რადგან ხაბიბისა და მის ბრძოლას აგვისტოში, ან სექტემბერში მაინც ვნახავთ. სხვა შემთხვევაში, ისეთი საინტერესო მრძოლა აღარ იქნება მათში. ახლა ორივეს 12-ბრძოლიანი წაუგებელი სერია და გამარჯვება აქვს UFC-ში," - განაცხადა დვალიშვილმა.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ UFC-მ ამ ივენთზე მონაწილეობა გიგა ჭიკაძეს შესთავაზა, რომელიც წინადადებას დათანახმდა და ახლა მეტოქეს ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები