Thumbnail
  • 29 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ახლახან ბინაში გოგონები გამოძახებით მიიწვია
  • მანჩესტერ სიტის მცველს, თვითიზოლაციის წესების დარღვევა საკმაოდ ძვირი დაუჯდა
  • ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი ძალიან გაბრაზდა 

მანჩესტერ სიტის მცველს კაილ უოკერს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოიძახებენ და ამის მიზეზი ის სექ-სკანდალია, რომელშიც ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ გაეხვა. 

როგორც ინგლისური მედია იუწყება, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი მომხდარის გამო ძალიან გაბრაზდა და გუნდში ფეხბურთელის მიწვევას აღარასდროს აპირებს.

კაილს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოიძახებენ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უოკერმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების გვერდის ავლით, შინ ორი "გოგონა გამოძახებით" მიიწვია. ერთ-ერთმა გოგონამ ფეხბურთელი, რომელიც თავის ვინაობას მალავდა, მაინც ამოიცნო და მოგვიანებით ფაქტი გაახმაურა.

სიტის ფეხბურთელს გოგონების მომსახურება ჯამში 4 ათას ფუნტზე მეტი დაუჯდა

არადა, ამ შემთხვევიდან მალევე, კაილი უოკერი სოციალურ ქსელში ფანებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში წესების დაცვისა და შინ დარჩენისკენ მოუწოდებდა. 

ბუნებრივია, 29 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 48 მატჩი აქვს ჩატარებული, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. კაილმა სახალხოდ ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მომხდარის გამო, მანჩესტერ სიტიმ ფეხბურთელის 250 ათასი ფუნტით დაჯარიმება გადაწყვიტა, რაც ამ უკანასკნელის ორი კვირის ხელფასის ოდენობაზე ცოტა მეტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები