Thumbnail

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მომხრეა, რომ ლივერპული ინგლისის ჩემპიონად გამოცხადდეს - თუკი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო პრემიერლიგის სეზონის დასრულება ვერ მოხერხდება.

“თუკი ჩემპიონატის დარჩენილი ტურები ვერ ჩატარდება, რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ,” - განუცხადა ჩეფერინმა სლოვენიურ სპორტულ გაზეთ Ekipa-ს.

შეგახსენებთ, რომ ლივერპული პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 25 ქულით უსწრებს. ჩეფერინმა აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ სცენარს, რომლის მიხედვითაც იურგენ კლოპი ჩემპიონი ვერ გახდება. ინგლისის ჩემპიონატის განახლების თარიღი უცნობია. უეფას პრეზიდენტს სჯერა, რომ სეზონის დასრულება შესაძლებელი გახდება: “მე ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ვერავის ვერაფერს შევპირდები და არაფრის გარანტირება არ შემიძლია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მდგომარეობა იქნება დააყენებს თუ არა ფეხბურთის თამაში ვინმეს საფრთხის წინაშე.” - დასძინა ჩეფერინმა.

კომენტარები

ბოლო ამბები