Thumbnail

ოფიციალურად: ხაბიბი შეცვალეს - ტონი ფერგიუსონს ახალი მეტოქე ჰყავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა მეხუთედ ჩაიშალა
  • UFC 249-ზე 'შეშლილი ლათინოსის' მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება

18 აპრილს, UFC 249–ზე მსუბუქ წონაში ჩემპიონის წოდებისთვის ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს უნდა ებრძოლათ. გულშემატკივრებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუვდათ - კორონავირუსის პანდემიის გამო, ხაბიბმა ამერიკაში გაფრენა არ ისურვა.

ნურმაგომედოვი კარანტინში დარჩა და განაცხადა, რომ საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ჩხუბს არ აპირებს. მან აღნიშნა, რომ ბრძოლის ჩაშლის გამო გული ძალიან დაწყდა.

ბრძოლა მეხუთედ ჩაიშალა, დანა უაითმა ხაბიბის შემცვლელი უკვე მოძებნა. ტონი ფერგიუსონთან (25-3) ჯასტინ გეიჯი იჩხუბებს, რომელსაც კარიერაში 21 მოგება და 2 მარცხი აქვს.

ტურნირი თავადაპირველად 18 აპრილს ბრუკლინში უნდა გამართულიყო, ჯერჯერობით, ჩატარების ახალი ადგილის შესახებ ცნობილი არ არის. UFC-ს შეთავაზება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომაც გაუკეთა და UFC 249-ის მინსკში მიღების სურვილი გამოთქვა.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ UFC-მ ამ ივენთზე მონაწილეობა გიგა ჭიკაძეს შესთავაზა, რომელიც წინადადებას დათანახმდა და ახლა მეტოქეს ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები