Thumbnail
  • ფერან ტორესი რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს
  • 20 წლის ესპანელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა

Spox-ის ინფორმაციით, დორტმუნდის ბორუსიამ შეატყობინა ვალენსიას გარემარბის, ფერან ტორესის აგენტს, რომ გერმანული კლუბი ესპანურს სატრანსფერო წინადადებას შესთავაზებს. 

იმავე წყაროს მტკიცებით, ესპანელი მარჯვენა ნახევარმცველი, რომლის საბაზრო ფასიც 50 მილიონი ევროა, ლივერპულს, მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედს, იუვენტუსს, ატლეტიკოსა და აიაქსს სურთ. 

დორტმუნდში ტრანსფერის განხორციელებას კორონავირუსის პანდემია და ბორუსიას ტოპფეხბურთელის, ჯეიდონ სანჩოს გაურკვეველი მომავალი უშლის ხელს. ტორესი სწორედ სანჩოს ალტერნატივად განიხილება გერმანულ კლუბში. მიუხედავად ამისა, ტორესი ყველაზე ახლოს სწორედ დორტმუნდთან არის, იმავე Spox-ის ინფორმაციით. 

20 წლამდელ ახალგაზრდებში გარემარბებს შორის ფერან ტორესზე ძვირი მხოლოდ ჯეიდონ სანჩო ღირს. ფერანს "ღამურებთან" 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს ხელშეკრულება. მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროა მითითებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები