Thumbnail

სატრანსფერო ფანჯარას გადაიტანენ – ფიფა კონფედერაციებს მოელაპარაკა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ფიფამ შეთანხმებას მიაღწია საფეხბურთო კონფედერაციებთან, ლიგებთანა და კლუბებთან მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც დღის წესრიგში მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო დადგა.

BBC-ს ცნობით, მხარეები ადასტურებენ, რომ მიმდინარე სეზონის 30 ივნისს დასრულება, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი, უკვე შეუძლებელია.

შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სატრანსფერო ფანჯრის ვადების შეცვლის შესახებ. ფიფაში ვარაუდობენ, რომ ფანჯარა ახლანდელ და მომავალ სეზონებს შორის ჩაჯდება.

მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ იმ ფეხბურთელთა კონტრაქტები, რომელთაც ვადა 30 ივნისს გასდით, სეზონის ფაქტობრივ დასრულებამდე გაგრძელდება.

ამავდროულად, ფიფამ საფეხბურთო კლუბებს მოუწოდა სამუშაო ადგილები ყველა ხერხით შეინარჩუნონ, თუნდაც, ამისთვის ხელფასების შემცირება გახდეს საჭირო.

კომენტარები

ბოლო ამბები