Thumbnail

‘არ დაიძინოთ მშივრებმა, მე დაგეხმარებით’ – კირიოსი წერილებს ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა მზადყოფნა გამოთქვა იმ ადამიანებს დაეხმაროს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ და არსებობისთვის ბრძოლა უწევთ.

View this post on Instagram

Real talk

A post shared by NK (@k1ngkyrg1os) on

მსოფლიოს მე-40 ჩოგანმა სპეციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“თუკი არ მუშაობთ, ხელფასს ვერ იღებთ და გაჭირვებულ მდგომარეობაში ხართ, გთხოვთ, მშივრებმა არ დაიძინოთ.

არ მოგერიდოთ და მომწერეთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, გიწილადოთ ის, რაც გამაჩნია. იქნება ეს უბრალო ვერმიშელი, პური თუ რძე.

მათ თქვენ კართან დავტოვებ ზედმეტი კითხვების გარეშე”.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული უკვე 1 287 742 ადამიანია, 70 559 კი გარდაიცვალა.

ავსტრალიაში დაავადებულთა რიცხვი 5 795-ს აღწევს, ხოლო გარდაცვლილი 41-ია.

კომენტარები

ბოლო ამბები