Thumbnail

ბაიერნი დღეიდან ვარჯიშს იწყებს - თავდაპირველად მცირე ჯგუფებად

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

მიუნხენის ბაიერნი დღეიდან ვარჯიშებს ანახლებს. 13 მარტის შემდეგ, მოთამაშეები იზოლაციის რეჟიმში იყვნენ და არ უვარჯიშიათ. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამაც კლუბებს რეკომენდაცია მისცა, რომ 5 აპრილამდე ვარჯიში არ განეახლებინათ. ბაიერნმაც სარეკომენდაციო პერიოდის გასვლის შემდეგ, ვარჯიშის დაწყება გადაწყვიტა.

კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მოთამაშეები თავდაპირველად მცირე ჯგუფებად ივარჯიშებენ, ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული და სახელმწიფო რეკომენდაციები შესრულებული.

მცირე ჯგუფების შემთხვევაში, თუნდაც ყველაზე ცუდ სცენარში, ინფიცირების რისკი ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს და არა რამდენიმე ათეულს. ვარჯიშზე დაშვებული არცერთი გარეშე პირი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები