Thumbnail

დიდი 10: აია ისევ ლიდერია, ხარებმა ლელოს მოუგო, ბაგრატი განწირულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიდი 10-ის მე-15 ტურის სამი მატჩი.
  • არმია 26:17 ბაგრატი - ქუთაისური კლუბი პირველ ლიგაში ვარდება.
  • ლელო 17:47 ხარები - ლელო საკუთარ მოედანზე განადგურდა.
  • აია 7:3 არმაზი - აიამ რთულ ბრძოლაში იმარჯვა.

დიდი 10-ის მე-15 ტურში აუტსაიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. არმიამ ბაგრატს უმასპინძლა. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ქუთაისელებს დიდ 10-ში დარჩენის მინიმალური შანსი დარჩათ. ბაგრატის მოგების შემთხვევაში სიტუაცია დაიძაბებოდა, თუმცა არმიამ ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებაც მოიპოვა.

► დიდი 10 - ბათუმმა აკადემიას ერთი ჯარიმით მოუგო და ლელოს გადაუსწრო
დიდი 10 - ლოკომოტივმა ჯიქი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

მასპინძელთა მხრიდან ლელოები კალანდაძემ, მესხმა და მერკვილიშვილმა დადეს. დიმიტრი კალანდაძემ ლელოს გარდასახვა და 3 ჯარიმა მიუმატა. ბაგრატის მხრიდან ერთადერთი ლელო ბაკურ გოშაძემ დადო, ზვიად ოდიშარიამ ოთხი ჯარიმა გაიტანა. არმიამ ბაგრატს 26:17 მოიგო.

არმიას 15 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ბაგრატი ბოლო ადგილს ხუთი ქულით იკავებს.

ლელო საკუთარ მოედანზე ხარებთან განადგურდა. მამუკა მინდორაშვილის გუნდმა ლელოს ჩათვლის მოედანში ბურთი 7-ჯერ დაამიწა. აღსანიშნავია, რომ ვაჟა ხუციშვილმა 7-დან 6 გარდასახვის გატანა მოახერხა. ხარებმა ამ გამარჯვებით პლეი ოფში გამსვლელ მე-6 პოზიციაზე ადგილი გაიმყარა.

რუსთაველებს 38 ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე მყოფ არმაზს 10 ქულით უსწრებენ. ლელო 45 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

ქუთაისის აიამ ლიდერობა დაიბრუნა. აიამ ძნელაძის ლელოთი და ძაგნიძის გარდასახვით არმაზი 7:3 დაამარცხეს. ქუთაისელებს 56 ქულა აქვთ და თბილისის ლოკომოტივს ერთი ქულით უსწრებენ.

დიდი 10-ის მე-16 ტური 23 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება

კომენტარები

ბოლო ამბები