Thumbnail

ლუის ვან გაალი: აიაქსი კორონავირუსს სარგებლის მისაღებად იყენებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მანჩესტერ იუნაიტედის, ბარსელონასა და აიაქსის ყოფილი მწვრთნელი ლუის ვან გაალი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას გაემოეხმაურა და ამსტერდამელები არასპორტულ საქციელში დაადანაშაულა.

ვან გაალის განცხადება აიაქსის სპორტული დიექტორის მარკ ოვერმარსის იდეას მოჰყვა, რომელმაც ამსტერდამული კლუბის ნიდერლანდების ჩემპიონად გამოცხადებას ეხებოდა.

აი, რა განუცხადა ვან გაალმა Algemeen Dagblad-ს:

“უეფამა და ფიფამ არსებულ წესებში გარკვეული კორექტივები უნდა შეიტანონ, რათა საყოველთაო მოქმედების არეალი არსებობდეს.

თორემ, არსებობენ კლუბები, რომლებიც ცდილობენ, კორონავირუსი სარგებლის მიღებისთვის გამოიყენონ.

როგორ შეიძლება, აიაქსი ჩემპიონად 25 ტურის შედეგებით გამოვაცხადოთ? ალკმაარს იგივე რაოდენობის ქულები აქვს და ამასთან, ჩემპიონატის დასრულებამდე, ტურნირის 3-4 რჩება.

განა ამას მნიშვნელობა არ აქვს?”.

ცნობისთვის, აიაქსსა და ალკმაარს აქტივში 56-56 ქულა აქვთ და ამ ფონზე, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, ამსტერდამელთა ჩემპიონად გამოცხადება მართლაც აბსურდული იქნებოდა.

ამ დროისთვის, ნიდერლანდებში ინფიცირებულთა რაოდენობა 16 627-ს აღწევს, 1 651 კი გარდაიცვალა.

მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 1 213 201 ადამიანი ინფიცირებული, ხოლო 65 600 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები