Thumbnail
  • 'რონალდინიო საუკეთესოთა შორისაა, მაგრამ მას სტაბილურობა აკლდა'
  • ჩავიმ მესის გარდა, კიდევ 3 ფეხბურთელი გამოარჩია

ესპანური ბარსელონას ყოფილმა კაპიტანმა ჩავიმ ყოფილ თანაგუნდელ რონალდინიოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი თამაშით აღფრთოვანებულია, თუმცა, ბრაზილიელი ლიონელ მესის მაინც ვერ შეედრება.

“რონალდინიო საუკეთესოთა შორის ნამდვილად არის, მაგრამ მას სტაბილურობა აკლდა. ეს, მისი პიკის დროსაც კი შეინიშნებოდა.

ჩემთვის, რონალდინიოზე მაღლა მესი დგას, რომელიც მრავალი წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს და ჩავარდნა არ ჰქონია.

ლეო ისტორიაში საუკეთესოა, რონალდინიო, რონალდო და კრიშტიანო რონალდო კი საუკეთესოებში არიან”.

კომენტარები

ბოლო ამბები