Thumbnail

კორონავირუსი | ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტიც ინფიცირებულია

ბარსელონას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი კორონავირუსით დაავადდა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება, რომლის ცნობით, 57 წლის ფუნქციონერის გამოჯანმრთელების პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს და მისი სიმპტომები საშიში არაა. 

აღსანიშნავია, რომ ეს კატალონიურ კლუბში კორონავირუსული ინფექციით დაავადების მესამე შემთხვევაა. მანამდე საშიში ინფექცია კლუბის სამედიცინო სამსახურის დირექტორს, რამონ კანალს დაუდგინდა, ასევე ხელბურთელთა გუნდის ექიმს, ხოსეპ ანტონი გუტიერესს. 

წინა ორისგან განსხვავებით, კარდონერის შემთხვევა საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც ამ უკანასკნელს პირდაპირი და მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ბარსელონას თანამშრომლებთან.

კორონავირუსის გამო, ლა ლიგა 10 მარტის შემდეგ შეჩერებულია

COVID-19-მა თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს იფეთქა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დღეს მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულთა რიცხვმა 58 ათასს გადააჭარბა. 

ამჟამად ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, როგორც პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება მსოფლიოში, შეჩერებულია. ლა ლიგაში გასული 27 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ბარსელონაა (58 ქულა). კატალონელებს 2 ქულით მადრიდის რეალი ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე კი სევილიაა (47). 

კომენტარები

ბოლო ამბები