Thumbnail
  • 'ზაზა იმ სეზონებში აშკარად უკეთესი იყო, ვიდრე სხვა დროს'
  • ქართველი ცენტრის თანაგუნდელები კარი, ტომპსონი, დურანტი და გრინი იყვნენ

სპორტულმა ვებგვერდმა bleacherreport.com NBA-ში მიმდინარე საუკუნის საუკეთესო სასტარტო ხუთეულები ჩამოწერა და მე-2 ადგილი გოლდენ სტეიტ უიორიორსის შემადგენლობას მიაკუთვნა, რომელშიც კევინ დურანტი, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და ზაზა ფაჩულია თამაშობდნენ.

აი, რას წერს აღნიშნული საიტი.

“კარიმ, ტომპსონმა, დურანტმა, გრინმა და ფაჩულიამ უორიორსის სასტარტო ხუთეული შექმნეს, რომელიც 2016-17 და 2017-18 წლების სეზონში შეუდარებელი იყო.

ამ შემადგენლობამ ორივე აღნიშნულ სეზონში ჩემპიონობა მოიპოვა, ამასთან, როდესაც ეს ხუთეული მოედანზე იყო, გუნდი ყოველ ას შეტევაში მეტოქეებზე 16.8 ქულით მეტს აგდებდა.

ის გოლდენ სტეიტი შეტევაში შეუჩერებელი იყო და აღნიშნულ სეზონებში 61.3%-იანი სიზუსტით უტევდა, ამასთან, 100 შეტევის განმავლობაში 123.1 ქულას აგდებდა, მაშინ როდესაც ლიგის საშუალო მაჩვენებლები, სეზონების მიხედვით, 108.6 და 110.4 იყო.

უორიორსის ის ხუთეული ტალანტისა და გამოცდილების ნაზავი იყო, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იყო.

საკმარისი იყო მეტოქის ნახევარზე გადასულიყო, რომ კარი ლამის ყველა წერტილიდან აგდებდა, ტომპსონი ბურთის გათამაშების დროსაც უზადო იყო, დურანტი ფაქტობრივად არ აცილებდა, გრინი ყველაფერს აკეთებდა, რაც გუნდს აკლდა და ფაჩულიაც განსაკუთებული იყო.

ზაზა იმ სეზონებში აშკარად უკეთესი იყო, ვიდრე სხვა დროს, რაზეც პლიუს-მინუს გრაფაში მისი მაღალი მაჩვენებლებიც მოწმობდა.

ის შემადგენლობას სუსტი წერტილი არ ჰქონდა და შესაძლოა, ისეთი გუნდი ვეღარც ვერასდროს ვიხილოთ”.

საინტერესოა, რომ bleacherreport-მა ოცწლეულის საუკეთესო გუნდად ასევე გოლდენ სტეიტი აღიარა, რომელშიც ფაჩულიას უკვე ანდრე იგუდალა ანაცვლებდა, დურანტს, კარის, ტომპსონსა და გრინს კი ადგილები არ დაუთმიათ.

ამერიკელმა კალათბურთელმა ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულიდან 2017-18 წლების მე-2 ნახევრიდან ამოაგდო და 2018-19 წლებშიც ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები