Thumbnail

‘ფეხბურთი უნდა გამოჯანმრთელდეს’ - რუმენიგეს ბოლო ტენდენციები არ მოსწონდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მიუნხენის ბაიერნის გენერალურ დირექტორ კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიაჩნია, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ფეხბურთის სატრანსფერო ბაზარს რადიკალურად შეცვლის. თუმცა, რეკორდმაისტერის შეფი ამაში პოზიტივსაც ხედავს და ახალ შანსს ფეხბურთისთვის.

“უკვე დიდი ხანია, რაც ფეხბურთელების ფასები და ხელფასები მუდმივად და არაჯანსაღად იზრდება. “უფრო ძვირად, უფრო სწრაფად, უფრო მეტი” - ბოლო წლებში ფეხბურთი ამ გზით მიდიოდა. ვფიქრობ, კორონავირუსი და შესაბამისი კრიზისი ამ ტენდენციას მინიმუმ შეაჩერებს. მოთხოვნა და მიწოდება სატრანსფერო ბაზარს დაარეგულირებს და თავიდან დააბალანსებს. ვფიქრობ, ეს ცუდი არ არის. პირიქით, ფეხბურთისთვის ეს ახალი შანსია, დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს,” - დაწერა რუმენიგემ ბაიერნის ჟურნალ 51-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები