Thumbnail

ინდიანა პეისერსმა, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე იცავს, ხელშეკრულება გააფორმა ინდიანაპოლისის საჯარო ბიბლიოთეკასთან.

ქართველ ცენტრს ეს წიგნი ერგო

მიზანი ისაა, რომ კორონავირუსის გამო კარანტინში გადასული ბავშვები წიგნებს არ მოსწყდნენ, საყვარელი კალათბურთელების მიერ წაკითხული ტექსტების მოსმენა კი მათთვის დამატებითი მოტივაცია ექნება.

ინდიანაპოლისის ბიბლიოთეკამ უკვე გამოქვეყნა სპეციალური ნომერი, რომელზეც მსურველებმა უნდა დარეკონ. კალათბურთელების მოსმენა პეისერსის ოფიციალურ ვებგვერდზეც იქნება შესაძლებელი.

ცნობილია განრიგიც, რომლის თანახადაც გოგა ბითაძე 27 აპრილს სი სი იოვენის Basketball Break-ს წაიკითხავს.

საინტერესოა, რომ ონლაინ ბიბლიოთეკის ვადები 6 აპრილიდან 22 ივნისამდეა გაწერილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პეისერსში NBA-ს სეზონის მალე განახლების იმედი აღარ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ პანდემის გამო, მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში მატჩები 12 მარტს შეწყდა, ტურნირის განახლების ოფიციალური თარიღი კი, ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები