Thumbnail

ევროთასების ფინალები აგვისტოში გაიმართება - უეფას ახალი გადაწყვეტილებები 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ევროპული მედიის ინფორმაციით, უეფამ მორიგ ვიდეოკონფერენციაზე გადაწყვეტილებები მიიღო. მათ შესახებ ოფიციალურად ჯერ უეფას არ გამოუცხადებია, რადგან ყველაფერი უეფას აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს.

მედიის ინფორმაციით, უეფამ მისი საკლუბო ტურნირები, ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა კიდევ ერთხელ გადადო. ამჯერად, ივლის-აგვისტოსთვის. ვარაუდობდნენ, რომ ევროტურნირები ივნისში განახლდებოდა, თუმცა ეს საკმაოდ ოპტიმისტური გათვლა ყოფილა. 

საერთაშორისო მატჩები ივნისში (მათ შორის ევროს პლეი ოფები) ასევე გადადებულია და ისინი არ ჩატარდება შემოდგომამდე. ეს გადაწყვეტილება მომდევნო სეზონსაც არევს, რადგან ახალი სეზონი ევროპაში აგვისტოდან იწყება, ევროთასები კი - კიდევ უფრო ადრე - ივლისში. ცხადია, სანამ ევროპული სეზონი არ დასრულდება ახალს არ დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლმა უნდა უმასპინძლოს. თავიდან ფინალის გამართვა 30 მაისს იყო დაგეგმილი, შემდეგ თარიღმა ივნისის ბოლოსთვის გადაიწია, ახალი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.  ყველა ეს გადაწყვეტილება უეფას აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს და შემდეგ გაოფიციალურდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები