Thumbnail

The Associated Press-ის ინფორმაციით, უეფამ კიდევ ერთხელ გადადო ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი - ტურნირი, რომელშიც ევროს ბოლო 4 საგზური თამაშდება და ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ნაკრებია.

The Associated Press კი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მთავარმა ორგანიზაციამ დღევანდელ ვიდეოკონფერენციაზე მიიღო, რომელსაც 55-ვე წევრი ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. უეფას ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც აღმასრულებელი კომიტეტი გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.

მეტი ამ თემაზე:

მატჩები თავდაპირველი გეგმით 26 და 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო ევროპული ფეხბურთი ფაქტობრივად შეჩერდა, მარტის ვიდეოკონფერენციაზე უეფამ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადადო, ხოლო პლეი ოფის მატჩები - ივნისის თვისთვის. მოგვიანებით დადგინდა თარიღებიც - 4 და 9 ივნისი.

საქართველო ბელარუსს სავარაუდოდ, სექტემბერში უმასპინძლებს

თუმცა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, ევროპაში მხოლოდ ბელარუსში თამაშობენ ფეხბურთს. უეფას პრიორიტეტი მიმდინარე საკლუბო სეზონის დასრულებაა, სულ რომ ივნისამდე ვერ შეძლონ ასოციაციებმა ტურნირების განახლება. 

მატჩების გამართვის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არაა და უეფა მას მოგვიანებით გამოაცხადებს, მედიის ცნობით კი, ევრო 2020-ის პლეი ოფების გამართვის ახალ თარიღად 3 და 8 სექტემბერია შეთავაზებული. არადა, სექტემბერში უეფას სხვა ტურნირის, ერთა ლიგის მორიგი, მეორე გათამაშება უნდა დაწყებულიყო. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში თამაშის უფლება სწორედ ერთა ლიგაზე (პირველ გათამაშებაში) კარგი ასპარეზობის წყალობით მოიპოვა. ნაკრები D გზიდან პლეი ოფის ფინალში ბელარუსს ხვდება, მატჩი თბილისში უნდა გაიმართოს. გამარჯვების შემთხვევაში, ვაისის გუნდი კვლავ თბილისში ითამაშებს ფინალს, კოსოვოს ან ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები