Thumbnail
  • კლუბში შვედის ლობისტებად ბობანი და მალდინი ითვლებოდნენ
  • იბრაჰიმოვიჩი კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს

იტალიური მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. ამ ინფორმაციას LaGazzettadelloSport ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 38 წლის შვედი ფეხბურთელი მილანის ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებებით უკმაყოფილოა და არც გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის გეგმები მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ იტალიური კლუბის პოლიტიკას ზვონიმირ ბობანი და პაოლო მალდინი განკარგავდნენ, თუმცა, ახლა სიტუაცია შეცვლილია.

პირველმა მილანი უკვე დატოვა, მეორეს კი დირექტორთა საბჭოდან, სავარაუდოდ, მალე გაათავისუფლებენ.

რაც შეეხება გაზიდისს, ის სულაც არ აპირებს გუნდის ზლატანის ირგვლივ აწყობას და მის შესანარჩუნებლად ბევრსაც არაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი მილანს ზამთარში დაუბრუნდა და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვეტერან შვედ ფორვარდს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მალმიოს, აიაქსის, იუვენტუსის, ინტერის, ბარსელონას, პსჟ-ს, მანჩესტერ იუნაიტედისა და ლოს ანჟელეს გელექსის მაისურითაც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები