Thumbnail
  • NBA კორონავირუსის გამო შეჩერებულია
  • ლიგაში ფანების გასართობად კარგი იდეა მოუვიდათ
  • NBA2K-ს ტურნირის მონაწილეები და ვინ ვის ხვდება

NBA-მ კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი პაუზის გამო, საკალათბურთო სიმულატორ NBA2K-ში დიდი ტურნირის ჩატარება გადაწყვიტა, რომელშიც კალათბურთის ვარსკვლავები ითამაშებენ - მატჩები ESPN-ზე გადაიცემა. ტურნირის ჩატარებაზე NBA, მოთამაშეთა ასოციაცია (NBPA) და თამაშ NBA2K-ს ხელმძღვანელები ერთად შეთანხმდნენ.

უკვე ცნობილია ტურნირის ყველა მონაწილე - თამაშს NBA-ს 16 ვარსკვლავი დაიწყებს - მათ შორისაა ბრუკლინ ნეტსის სუპერვარსკვლავი კევინ დურანტი, რომელიც თვითონაა კორონავირუსით ინფიცირებული. KD-ს გარდა, ტურნირში ითამაშებენ დონოვან მიტჩელი (იუტა ჯაზი), ტრეი იანგი (ატლანტა), ‘ოლ სტარის’ 4-გზის მონაწილე დემარკუს კაზინსი, გოგა ბითაძის თანაგუნდელი, ლიეტუველი დომანტას საბონისი და სხვები.

ვინ ვის შეხვდება

თამაშები პლეი ოფის სისტემით ჩატარდება, მოთამაშეები 2K-ს რეიტინგის მიხედვით არიან განაწილებულები. მაგალითად, კევინ დურანტი, რომლის რეიტინგი 96 გახლავთ, ხვდება დერიკ ჯონსს (მაიამი), რომელსაც პატრიკ ბევერლისთან და ჰარისონ ბარნსთან ერთად ყველაზე ცოტა რეიტინგი აქვს - 78.

ტურნირი პარასკევს იწყება და მისი გამარჯვებული 100 000 დოლარს მიიღებს - ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

2K-ს ტურნირის ყველა დუელი

🎮 კევინ დურანტი (ბრუკლინი) V დერიკ ჯონსი (მაიამი)

🎮 ტრეი იანგი (ატლანტა) V ჰარისონ ბარნსი (საკრამენტო)

🎮 ჰასან უაიტსაიდი (პორტლენდი) V პატრიკ ბევერლი (კლიპერსი)

🎮 დონოვან მიტჩელი (იუტა) V რუი ჰაჩიმურა (ვაშინგტონი)

🎮 დევინ ბუკერი (ფინიქსი) V მაიკლ პორტერი (დენვერი)

🎮 ანდრე დრამონდი (კლივლენდი) V დემარკუს კაზინსი

🎮 ზაკ ლავინი (ჩიკაგო) V დეანდრე ეიტონი (ფინიქსი)

🎮 მონტრეზლ ჰარელი (კლიპერსი) V დომანტას საბონისი (ინდიანა)

კომენტარები

ბოლო ამბები