Thumbnail

18-წლამდელთა პირველი ჩემპიონობიდან ორი წელი გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 2018 წელს პირველი ტიტული მოიგო
  • მათ ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა 2018 წლის 31 მარტს ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ ითამაშა და პირველი ტიტული მოიპოვა. ''უმცროსმა ბორჯღალოსნებმა'' ფრანგებს 8:3 მოუგეს და ევროპის ჩემპიონობა პირველად მოიპოვეს.

ფინალში ლელო ვანო კარკაძემ დადო, ხოლო ჯარიმა ლაშა ლომიძემ გაიტანა. 18-წლამდე მორაგბეებმა ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონობა რუსეთში იზეიმეს. დიდი ალბათობით, ისინი მესამე ტიტულსაც მოიგებდნენ, თუმცა კორონავირუსის გამო, 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

Posted by GeoRugby on კვირა, 23 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები