Thumbnail
  • ახალი რუბრიკა სფფ-ის ფეისბუქის გვერდზე - #ერთიდღე
  • პირველი ეპიზოდის მონაწილეა გურამ კაშია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეისბუქის გვერდზე რუბრიკა #ერთიდღე დაიწყო. პირველი ეპიზოდის მონაწილე ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და სან ხოსეს მცველი გურამ კაშიაა. ვიდეო, რომელიც სფფ-ის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა, ასახავს კაშიას ერთ დღეს თვითიზოლაციაში.

“სან ხოსეში გარეთ გასვლა შეზღუდულია. გასვლა და სირბილი ინდივიდუალურად შეიძლება. ამიტომაც ვერ ვვარჯიშობთ მე და ვაკო ყაზაიშვილი ერთად. ვირბენ 5-6 კილომეტრს, მერე ბურთით ვითამაშებ, ცოტა დროს კარდიოვარჯიშს დავუთმობ, ცოტას კი ჩოგბურთში წავივარჯიშებ – ჩაწოდება არ მივარგა“. - ამბობს კაშია და გვიჩვენებს სან ხოსეს ცენტრს, სადაც ჩვეულებრივ, ყოველთვის საცობებია, ახლა კი, კორონავირუსის გავრცელების გამო, დაუნთაუნი ცარიელია.

“ძალიან მძიმე პერიოდია, ხალხს უჭირს. ძალიან ბევრი ცუდადაა. უნდა განვიცადოთ ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა დავრჩეთ პოზიტიურები, დავემორჩილოთ წესებს, ხშირად დავიბანოთ ხელები,” - ამბობს გურამ კაშია.

#ერთიდღე - გურამ კაშია

🏠 #ერთიდღე - გურამ კაშია 🇬🇪 ✊

Posted by Georgian Football Federation on სამშაბათი, 31 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები