Thumbnail

აიაქსმა საწოლს მიჯაჭვულ ნურის კონტრაქტი გაუწყვიტა - ოჯახი 15 მილიონს ითხოვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აბდელჰაკ ნურიმ გულის შეტევა 2017 წელს მიიღო და მას შემდეგ საწოლსაა მიჯაჭვული
  • ამსტერდამის აიაქსი მზადაა, თავისი ფეხბურთელის ოჯახს ფინანსურად ისევ დაეხმაროს 

ამსტერდამის აიაქსმა კონტრაქტი გაუწყვიტა 22 წლის აბდელჰაკ ნურის, რომელიც 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, საწოლსაა მიჯაჭვული. ჰოლანდიური კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელმა მაშინ გულის შეტევის გამო გონება მოედანზე დაკარგა და კომაში ჩავარდა, ექიმებმა კი მოგვიანებით მას ტვინის შეუქცევადი დაზიანება დაუდგინეს. 

როგორც De Telegraaf იუწყება, აიაქსი იძულებული იყო, ამ წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გაეწყვიტა, რადგან მასში იდო პუნქტი, რომელიც 1-ელი ივლისიდან ხელშეკრულების ძველი პირობებით, ავტომატურად გახანგრძლივებას გულისხმობდა.

იუწყებიან, რომ დაშავების დღიდან მოყოლებული, ამსტერდამული კლუბი ყოველთვიურად უხდიდა ფეხბურთელს ხელფასს და ამას კიდევ სამი თვის განმავლობაში გააკეთებს. 

აბდელჰაკ ნური ამსტერდამული კლუბის აკადემიის აღზრდილია 

ამჟამად აიაქსი მოლაპარაკებას აბდელჰაკის ოჯახის წევრებსა და მათ იურისტთან მართავს, რათა შეათანხმოს ის თანხა, რომლითაც მათ მომავალში დაეხმარება.

თავის მხრივ, The Sun ჰოლანდიელ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ ნურის ახლობლები ამსტერდამელებისგან შეთავაზებულ 5 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ, რადგან კლუბმა არასაკმარისად აღიარა ის სამედიცინო დახმარება, რომელიც ფეხბურთელს 2017 წელს, გულის შეტევის მომენტშივე აღმოუჩინეს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, აბდელჰაკ ნურის ოჯახი აიაქსის ხელმძღვანელობისგან 15 მილიონ ევროს ითხოვს.

📺 ნურიმ გულის შეტევა ვერდერთან ამხანაგურ მატჩში მიღო

მოროკოული წარმომავლობის მქონე აბდელჰაკ ნურიმ, რომელიც აიაქსის აღზრდილია, ამსტერდამელთა  თავარი გუნდის მაისურით 9 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელს ნიდერლანდების 19-წლამდელთა ნაკრებშიც იწვევდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები