Thumbnail

The Last Dance - კორონავირუსმა ჯორდანსა და ჩიკაგოზე სერიალის პრემიერა დააჩქარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დოკუმენტური სერიალის ჩვენება, რომელიც ივლისში იგეგმებოდა, აპრილში შედგება
  • 10-სერიანი ფილმი ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანსა და 90-იანი წლების ჩიკაგოს ეძღვნება

გასული საუკუნის 90-იანი წლების ლეგენდარულ ჩიკაგოზე, ESPN-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური სერიალის, The Last Dance-ს (უკანასკნელი ცეკვა) პირველ ეპიზოდს, დაანონსებულზე ადრე - 19 აპრილს უჩვენებენ და ამის მიზეზი კორონავირუსია.

10-სერიანი ფილმის შესახებ 2018 წლის მაისში დაანონსდა, მისი პირველად ჩვენება კი 2020 წლის ივლისში იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, NBA-ს სეზონის შეჩერების გამო, სოციალურ ქსელებში ESPN-ს ფილმის პრემიერის ვადის გადმოწევისკენ მოუწოდეს.

დოკუმენტური ფილმი "უკანასკნელი ცეკვა" 10 ნაწილისგან შედგება და ფილმი მაყურებელს მაიკლ ჯორდანისა და ჩიკაგო ბულსის დინასტიაზე მოუთხრობს. ფილმში თავმოყრილია 90-იანი წლების იშვიათი და უცნობი კადრები და კომენტარები, 100-ზე მეტი ინტერვიუ ცნობილ სახეებსა და ვარსკვლავებთან, მათ შორის, თავად მაიკლ ჯორდანთან, ფილ ჯექსონთან, სკოტი პიპენთან, დენის როდმანთან, ჩარლზ ბარკლისთან, მეჯიქ ჯონსონთან, კობი ბრაიანტთან, ბარაკ ობამასთან, ჯასტინ ტიმბერლეიკსა და სხვებთან. 

📺 ფილმის თრეილერი 

მაიკლ ჯორდანი ჩიკაგო ბულსის ღირსებას 1984-1998 წლებში იცავდა და მასთან ერთად NBA-ს ჩემპოიონი 6-ჯერ გახდა. ჯორდანი ექვსჯერ ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ, ხუთჯერ რეგულარული ჩემპიონატის MVP-ად დასახელდა. ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი ორჯერ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა, ამჟამად კი ის შარლოტ ჰორნეტსის მფლობელია.

კომენტარები

ბოლო ამბები